ცხელი ხაზი:252731

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავები გადაეცათ

29 მარტი, 2024
ჭიათურაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავები გადაეცათ. ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა 3 600 კვადრატული მეტრი სახურავი შეიძინა.
სახურავების გადაცემის პროცესს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლაშა გოცაძე ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მსხლოვანში, კაცხში, ჯვარი ეწერში, საკურწესა და ქვაციხეში იმყოფებოდნენ, სადაც დაზარალებულებსაც შეხვდნენ.
მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი სტიქიის შედეგად ჭიათურაში 49 ოჯახი დაზარალდა
სახურავების შეძენის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 48 573 ლარი გამოიყო.
 
გააზიარე